ქართული ღვინო და სამზარეული

ქართული სამზარეულოს ისტორია დაიწყო საუკუნეების წინ. ქვეყნის თითოეულ კუთხეს გააჩნია საკუტარი ტრადიციული სამზარეული. ქართული სამზარეული არის უამრავი კულინარიული იდეის შედეგი და გააჩნია უძველესი აბრეშუმის გზის მოვაჭრეების პერიოდიდან მოყოლებული ისტორია. გემრიელი საჭმლის მნიშვნელობას საქართველოს კულტურაში ყველაზე კარგად ვხედავთ სუფრაზე, დღესასწაულების დროს. დღესასწაულის აღსანიშნავად მზადდება უამრავი კერძი. სადღესასწაულო კერძებთან ერთად მიღებულია ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებაც . თამადის როლი ქართულ სუფრაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი საპატიო.

საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში, ამიტომაც წარმოუდგენელია ქართული ტრადიციები ღვინის გარეშე. ღვინის შექმნის ტრადიციები არის საქართველოს ერის კულტურის განუყოფელი ნაწილი. ღვინის მომზადების უძველესი მეთოდი კი, რომელიც ითვალისწინებს ქვევრის გამოყენებას, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.